ასოციაცია ,,დრონი“-ს ორგანიზებით უნივერსიტეტში აქცია – „ ცოცხალი ბიბლიოთეკა“ გაიმართება

0

01c6f989b1bd19b8906c4cdda6297df5სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი“-ს ორგანიზებით, უნივერსიტეტში, ცოცხალი ბიბლიოთეკა -„დაამსხვრიე სტერეოტიპები-იყავი თავისუფალი“ მოეწყობა.

ასოციაცია „დრონის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ცოცხალი ბიბლიოთეკა არის ინოვაციური პროექტი, რომელიც სიღარიბის, გარიყულობისა და უმუშევრობის საკითხებს შეეხება. პროექტი გათვლილია ქართველი საზოგადოებისათვის, რომელიც კულტურული წარსულის მქონე ახალგაზრდებს შორის არაფორმალურ და ინტერაქციულ დიალოგს ითვალისწინებს. ღონისძიების მიზანია ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის ხელშეწყობა, ასევე, დიალოგის წარმართვა ახალგაზრდებში ცრუწმენებისა და სტერეოტიპების შესამცირებლად, ჯგუფების სოციალური ჩართულობის განვითარება, საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის დიალოგის ჩამოყალიბება და სტერეოტიპული წარმოდგენების შედეგად შექმნილი უთანხმოების თავიდან აცილება.

სხვა ახალი ამბები: