ასოციაცია “ქსენონმა” მედიის წარმომადგენლებთან შეხვდა

0

10960630_435724159911554_987862966_o-636x395დღეს ზუგდიდში ასოციაციამ  “ქსენონი”  რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებთან და თვითმმართველი ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.  ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ შეხვედრის მონაწილეებს C – ჰეპატიტითან დაკავშირებული სიახლეები გააცნო. გარდა ამისა, ასოციაციისა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ურთიერთანამშრომლობის სტარტეგია შეიმუშავეს.

ქსენონის” ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას განმარტებით, ახალი პროექტი, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლიდან უნდა დაიწყოს, დაავადების პრევენციას, დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და ყველა აუცილებელი მომსახურეობის მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.

“ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება, რომ პროგრამაში C – ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე ჩაერთვება და უახლოეს სამ წელიწადში საქართველოში C – ჰეპატიტს დაამარცხებს”, – აღნიშნა ნინო ჯანაშიამ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, C – ჰეპატიტით დედამიწის მოსახლეობის 3%-ია დაავადებული, რაც 185 მილიონ ადამიანს შეადგენს. აქედან, საქართველოში აღნიშნული ვირუსით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 6,5%-ს შეადგენს.

დღევანდელი შეხვედრა ასოციაცია “ქსენონის” ახალი პროექტის: ” C – ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა – მოქმედებიდან მეტი მოქმედებისკენ, ხელმისაწვდომობიდან მეტი ხელმისაწვდომობისკენ”, ფარგლებში შედგა. პროექტი “ღია  საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხადაჭერით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: