ასოცირების ხელშეკრულების დროებითი გამოყენება დღეიდან დაიწყება

0

get_img1ასოცირების ხელშეკრულების გამოყენება დღეიდან, პირველი სექტემბრიდან დაიწყება, რაც ყოვლისმომცვლელი, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედებას გულისხმობს.

`ამოქმედდება ხელშეკრულების 80 პროცენტი და ეს პირველ რიგში, ეხება ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების საკითხებს”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსში კი აცხადებენ, რომ საქართველომ ამ მოლაპარაკებებში უპრეცედენტო შედეგს მიაღწია: ევროკავშირს მისი არცერთი პარტნიორისთვის არ შეუთავაზებია სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ბაზრის სრული ლიბერალიზაცია. პირველი სექტემბრიდან ძალაში წინასწარ შედის ასოცირების ხელშეკრულების სავაჭრო ნაწილი, შესაბამისად, საბაჟო გადასახადები მაშინვე გაუქმდება.

სხვა ახალი ამბები: