აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს

0

10955259_445165545659707_4986888063012462250_oაუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით არტ გალერეაში ასოციაცია “ათინათის” პროგრამა მომავლის თაობის მხარდაჭერითა და სამოქალაქო კლუბი „ედელვაისის“ ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდის VI საჯარო სკოლის მოსწავლის, გიგი სიჭინავას ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ზამირა ღადუამ განაცხადა, რომ გიგი სიჭინავა მერიის ნიჭიერის ფონდიდან დაფინანსდება.

ღონისძიების შემდეგ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ნათია ფიფიასა და მერიის კულტურის განყოფილების უფროსის ხათუნა დარასელიას ორგანიზებით ამ დღესთან დაკავშირებით კინოთეატრ „ატრიუმში“ ბავშვებისთვის ანიმაციური ფილმის ჩვენება მოეწყო.
ეს დღე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ბავშვებთან ერთად აღნიშნა.

სხვა ახალი ამბები: