აფხაზები ეთნიკურ ქართველებს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ აქციების გამართვას სთხოვენ

0
previewაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სამართალდამცავები და ე.წ მებაჟეები ადგილობრივ მოსახლეობას, გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდებენ. აფხაზი სამართალდამცავები ამ ყველაფერს კულუარულად აკეთეთებენ. აფხაზებს ქართველების დახმარება წართმეული ძალაუფლებისა და გავლენის სფეროების დასაბრუნებლად დასჭირდათ.
აქციაზე გამოტანილი ლოზუნგები კი შემდეგი სახის უნდა იყოს:
საზღვრის გაკონტროლება მოახდინოს არა რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა არამედ აფხაზებმა. ქართულმა მოსახლეობამ ასევე უნდა მოითხოვოს აფხაზი მევაჟეების დაბრუნება საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე.
აფხაზი სამართალდამცავების მოთხოვნით გალის ქართულმა მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს უარყოფითი რეაქცია ბოლო დროს ქართულ-აფხაზურ პირობით საზღვარზე გართულებული მიმოსვლის გამო რაც უკავშირდება ამ პერიმეტრზე რუსული მხარის კონტროლს.
“ჩვენ იძულებული ვართ შევასრულოთ აფხაზური მხარის მოთხოვნა, რადგანაც თავს ზემოთ ძალა არ გვაქვს და მეორეც, რუსებს ისევ აფხაზები გვირჩევნია, რადგან აფხაზებთან შეიძლება ადამიანური ენით საუბარი, რასაც რუს მესაზღვრეებზე ვერ ვიტყვით. არ ვიცი ეს რამდენად გამოიღებს შედეგს და მიიღებს ჩვენს მოთხოვნას რუსული მხარე, თუმცა აქციების გამართვა მომავალი კვირიდან არის ნავარაუდევი”-აცხადებს გალიდან დევნილი კ.ხ

სხვა ახალი ამბები: