აფხაზები ჭუბურხინჯის შეხვედრების აღდგენასა და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

0

20120610054748garibashvili_607გალის მილიცია ოფიციალურ განცხადებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ გალის რაიონის როგორც ქვედა ასევე ზედა ზონის სოფლებში კრიმინალური მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. ამის მიზეზად როგორც ადგილობრივი კროიმინალების, ასევე 250 ამნისტირებული დამნაშავის გააქტიურებას ასახელებენ. არასამთავრობო ორგანიაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის” ხელმძღვანელის ნონა უბილავას განცხადებით გალის რაიონში მმართლაც დაძაბულია კრიმინალური მდგომარეობა. მისი ინფორმაციით აფხაზური მხარე ქართულ მხარეს თანამშრომლობას და მოლაპარაკებათა პროცესის დაწყებას გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში სთავაზობს.

“დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები უკვე აღიარებენ თავიანთ უსუსურობას. ისინი ელოდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და საქართველოს მთავრობისგან საქმეში ჩარევას, რომ უპირველეს ყოვლისა უფრო მეტად გაკონტროლდეს სასაზღვრო ზოლი.ისინი ითხოვენ შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლებთან, რომ მათ ითანამშრომლონ კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით და სურთ ბატონმა აბაშიძემ რუსულ მხარესთან დააყენოს საკითხი, რომ ისევ ისეთივე ფორმით აღდგეს ჭუბურხინჯში ოთხმხრივი შეხვედრები. საუბარია ძველ ფორმატზე ან თუნდაც იყოს ახალი ფორმატიც,სადაც კვირაში ერთხელ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ ამ ერთი კვირის განმავლობაში მომხდარ ფაქტებზე.”-აცხადებს ნონა უბილავა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, აფხაზეთში საკმაოდ მაღალია ახალი ხელისუფლების რეიტინგი და ისინი სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ითანამშრომლონ ამ ხელისუფლებასთან. აფხაზები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამენ.

სხვა ახალი ამბები: