აფხაზებმა საქართველოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ცხედრები გადასცა

0

witeli jvariაფხაზურმა მხარემ საქართველოს ორი პირის ცხედარი გადასცა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სიაში იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.
“ეს მოვლენა აფხაზეთში 1992-1993 წლებში შეიარაღებული კონფლიქტისა და მის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ კოორდინირებული მექანიზმისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი და წარმატებული იდენტიფიკაციის პირველი შემთხვევაა”, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

ცხედრების გადაცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგების მიერ სრული ანალიზისა და გენეტიკური მასალების იდენტიფიკაციის შემდეგ განხორციელდა.

სხვა ახალი ამბები: