აფხაზეთიდან გადმოსვენებული 4 ცხედარი ერთი ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ

0

r11სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან გადმოსვენებულ ოთხ ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოთხივე ცხედარი იდენტიფიცირებულია. ისინი ერთი ოჯახის წევრები აღმოჩდნენ.

“4 გვამის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ყველანი ერთი ოჯახის შვილები არიან – ორი ძმა, ტყუპები, 30 წლის წიკლაურები და მათი დის შვილები, 23 და 25 წლის ბიჭები“,- განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

გარდაცვლილები უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ. ისინი 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში ჩავიდნენ, თუმცა მათი თვითმფრინავი აეროდრომზე დაჯდომის დროს ააფეთქეს.