აფხაზეთიდან დევნილებმა ზუგდიდში შიმშილობის აქცია დაიწყეს

0

773594_494082357304088_265581795_oზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულმა აფხაზეთიდან დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს და საავადმყოფოს ეზოში კარავიც დადგეს. საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებული დევნილები საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას და სოციალურ დახმარებებს ითხოვენ.

“ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და ვითხოვთ დახმარებას უკვე რამდენი ხანია. მიუხედავად ამისა ყურადღებას სათანადოდ არავინ გვაქცევს. ამის ფონზე კი ჩვენი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.”-აცხადებენ აფხაზეთიდან დევნილები.

მოშიმშილე დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მაღალჩინოსნებთან გადაუდებელ შეხვედრას ითხოვენ.

სხვა ახალი ამბები: