აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის დავით ბაძაღუას ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

0

images (2)25 მაისს 16:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა თანამედროვე, ქართველი მხატვრის დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების – „საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი“პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე ძეგლების სურათებთან ერთად,  მხატვრის სხვა ფერწერული ნამუშევრებიც, სულ 45-მდე სურათი იქნება წარმოდგენილი.

თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი“-ს ფარგლებში, მხატვარმა დავით ბაძაღუამ  შექმნა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე  ძეგლის – ბედიის, ილორის, მოქვის, ლიხნის, ანაკოფიის, გაგრის, დრანდის, ჭუბურხინჯის და სხვ. – ფერწერული და გრაფიკული სურათების სერია.

პროექტის მიზანია აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცოცხლება ფერწერასა და გრაფიკაში, ქართული კულტურის ძეგლების პოპულარიზაცია,  საქართველოს რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის ხელშეწყობა.

გამოფენაზე მოწვეულნი არიან  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. გამოფენას   მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები დაესწრებიან, რომლებიც უშუალოდ აფხაზეთის ძეგლებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

ივნის-ივლისში  მხატვრის ნამუშევრების გამოფენა  ქუთაისში,   ზუგდიდსა და კასპში გაიმართება.

მხატვარ დავით ბაძაღუას შემოქმედება ევროპამ აღიარა, მისი ნამუშევრები ინახება ამერიკის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, თურქეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. მას იწვევენ სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებზე, კონკურსებში, მოსწონთ მისი შემოქმედება და ერთხმად აღიარებენ მის ჭეშმარიტ, შემოქმედებით ნიჭს.

სხვა ახალი ამბები: