აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი მინისტრ სოზარ სუბარს მიმართავს (სპეციალური რეპორტაჟი)

0

mamuka maniaაფხაზეთიდან დევნილის ჟურნალისტი მამუკა მანია დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარს მიმართავს და დახმარებას თხოვს. მანიას განცხადებით ის გაუსაძლის პირობებს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო ეწერის დევნილთა დასახლებიდან გამოექცა, თუმცა იმავე პირობებში უხდება ცხოვრება ზუგდიდშიც.

ის ამჟამად დედის სახლში ე.წ ფაიფურის დასახლებაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ბინა სადაც ისინი ცხოვრობენ მოუწესრიგებელია და აწვიმს. ჟურნალისტმა დევნილთა ტერიტორიულ ორგანოებს  დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. უარყოფითი პასუხის მიზეზი კი ერთადერთია. საცხოვრებელი ფართი მანიას სახელზე არ არის რეგისტრირებული.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ვიდეო რეპორტაჟი მოამზადა.

სხვა ახალი ამბები: