აფხაზეთის დე-ფაქტო “დროებითი სახალხო საბჭო” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0

Оппозиционеры ворвались в администрацию президента Абхазии

ოკუპირებული აფხზეთის დე-ფაქტო „დროებითმა სახალხო საბჭომ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გთავაზობთ გავრცელებულ განცხადებას.

„ბოლო დღეებში ანქვაბის გარემოცვაში ჭორებს ავრცელებენ, თითქოს რუსეთის წარმომადგენლები აფხაზეთის რუეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის ან და ასოცირებულ ურთიერთობის საკითხს აყენებენ. მსგავსი ჭორები მორიგი დადასტურებაა იმისა, რომ ანქვაბი საკუთარი სავარძლის შესანარჩუნებლად უპასუხისმგებლო ნაბიჯებს გადადგამს, რომლებიც ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესების შერყევასა და რუსეთთან ურთიერთობის დისკრედიტაციაზეა მიმართული. გვსურს ავღნიშნოთ, რომ ორი დამოუკიდებელი სხელმწიფოს –რუსეთის და აფხაზეთის სტრატეგიული თანაბარუფლბიან პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია. ორივე მხარე, სწორედ ურთიერთობის მსგავს ფორმატშია დაინტერესებული და ეს მკაფიოდ იყო ხაზგასმული რუსეთის სხვადსხვა ოფიციალური პირების მიერ. არავინ განიხილავდა და არც განიხილავს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის სტატუსის შეცვლას, რომელიც დიდი მსხვერპლისა და დანაკარგით იყო მოპოვებული,“–ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: