აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე მიიღო

0

depardieაფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე მიიღო.

სააგენტო ,,აპსნი პრესის” ცნობით, დეპარტიესთან შეხვედრისას ანქვაბმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში ფრანგულ კინოს და საფრანგეთის გამოჩენილ მსახიობებს კარგად იცნობენ, რომელთა შორის ჟერარ დეპარდიეცაა.

ჟერარ დეპარდიემ აღნიშნა, რომ მას სმენია აფხაზეთის ომის შესახებ, ხოლო აფხაზეთის შესახებ პირველად სანკტ-პეტერბურგში, წლების წინ აფხაზეთის მაშინდელ პრეზიდენტთან, სერგეი ბაღაფშთან შეხვედრისას გაიგო.

,,აფხაზეთი ეს არის პატარა დიდებული ქვეყანა”-განაცხადა დეპარტიემ.

დეპარდიემ აფხაზეთის ბუნების უნიკალურობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აქ ტურიზმის განვითარების დიდი შესაძლებლობებია.

ანქვაბმა მსახიობის სტუმრობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. “ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ საფრანგეთს, თქვენ კი ძალიან ცუდად გვიცნობთ. იმისათვის, რომ საფრანგეთმა აფხაზეთი გაიცნოს, მნიშვნელოვანია თქვენი აქ სტუმრობა”,-განაცხადა ანქვაბმა შეხვედრაზე.

მან დეპარდიეს საჩუქრად მონეტები გადასცა, რომელზეც აფხაზეთის ეკლესიებია გამოსახული, ასევე ალბომი, სადაც მხატვარ ალექსანდრე ჩაჩბას ნამუშევრებია.

ანქვაბთან შეხვედრის შემდეგ, ჟერარ დეპარდიემ სოხუმის ქუჩებში გაისერნა და მოსახლეობას გაესაუბრა.

,,ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს მოქალაქე ვარ,”-განაცხადა დეპარტიემ.

სხვა ახალი ამბები: