აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მოსახლეობას მიმართა

0

bganbaოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოსახლეობას მიმართა.

„ძვირფასო თანამემალუნო! „სახალხო საბჭომ“ და აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტმა დადგენილება მიიღო. როგორც იცით, ბოლო დღეებში შიდაპოლიტიკურმა ვითარებამ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უკანსკნელ დღეებში პარლამენტმა ყველაფერი გააკეთებდა, რათა ვითარება დარეგულირებულიყო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შესრულება სპიკერს დაევალა, ვადამდელი საპრეზიენტო არჩევნები კი 24 აგვისტოსთვის ჩაინიშნა. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო. ის საკონსტიტუციო ნორმებთან შესაბამისად იყო მიღებული. მსურს დაგარწმუნოთ, რომ დეპუტატები ყველაფერს გააკეთებენ რათა არჩევნები ჩატარდეს. მოგიწოდებთ, ჩვენი საზოგადოების გახლეჩისა და დაპირისპირების გარეშე ერთად ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობაზე. მოგმართავთ ყველას, ვის ხელშიც აფხეთის ხვალინდელი ბედია, გავერთოანდეთ ჩვენ წინ არსებული ამოცანების წინაშე, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო და აფხაზეთის ხალხი,“– განაცხადა ბგანბამ.

სხვა ახალი ამბები: