აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად მერაბ ქიშმარია დარეგისტრირდა

0

MerabKishmariaაფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დე–ფაქტო პრეზიდენტოიბის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი აფხაზეთის დე–ფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია დაარეგისტრირა.

ე.წ. კანდიდატების რეგისტრაცია აფხაზეთში 14 ივლისს დასრულდება. დე –ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 24 აგვისტოს არის დაგეგმილი.

არჩევნების თარიღი დე-ფაქტო პარლამენტმა 31 მაისს მას შემდეგ დანიშნა, რაც ე.წ. პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ თანამდებობა დატოვა.

სხვა ახალი ამბები: