აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი უგო ჩავესს მადლიერებით მოიხსენიებს

0

201109165521აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

,,აპსნი პრესის” ცნობით, ანქვაბმა შესაბამისი დეპეშა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლას მადუროს უკვე გაუგზავნა.

,,აფხაზი ხალხი და აფხაზეთის ხელისუფლება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგიკული ამბის გაგების გამო, რომელიც ვენესუელის ღირსეული შვილის უგო ჩავესის ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლას გულისხმობს,”-ნათქვამია ტელეგრამაში.

ანქვაბის თქმით, დიდი თანაგრძნობით უყურებდნენ იმას თუ, როგორ გმირულად ებრძოდა ის საშინელ ავადმყოფობას.

,,დარწმუნებულები ვართ, რომ მისი მცდელობები, მომსახურებოდა ვენესუელელ ხალხს, ღირსეულად გაგრძელდება. დიდი მადლიერებით გვახსოვს პრეზიდენტ ჩავესის გადაწყვეტილება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე”, _ ნათქვამია დეპეშაში.

უგო ჩავესი 58 წლის ასაკში, მძიმე ონკოლოგიური ავადამყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

სხვა ახალი ამბები: