აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურა სპეცოპერაციის დროს მოკლულ ყაჩაღებზე განცხადებას ავრცელებს

0

refiგალის რაიონის სოფლებში რეფსა და სიდაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პროკურატურა. ე.წ პროკურატურის განცხადების თანახმად უკვე ამოცნობილია სპეცოპერაციის დროს დაღუპული ორი ყაჩაღი, რომლებიც გალის რაიონის სოფელ რეფის მკვიდრნი არიან.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა გალის რაიონის სოფელ რეფის მკვიდრი ლევან ხარგელია, რომელიც 1986 წელს ამავე სოფელშია დაბადებული. მეორე დაღუპული ჯაკო აქუბარდია ლევან ხარგელიას მეზობელია, რომელიც 1988 წელს სოფელ რეფშია დაბადებული. დე ფაქტო პროკურატურის განცხადებით ბანდფორმირებას სწორედ ლევან ხარგელია ლიდერობდა. აღნიშნული დაჯგუფება გალის რაიონის ზედა და ქვედა ზონის სოფლებში ადამიანის გატაცებით იყვნენ დაკავებული, რის შემდეგაც გატაცებულთა ოჯახებს გამოსასყიდს სთხოვდნენ. ხშირ შემთხვევაში კი გამოსასყიდი თანხის გადახდის შემდეგ გატაცებულის ლიკვიდაციას ახდენდნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური ლევან ხარგელია 19 დეკემბერს გალში დაკავებული მერაბ ხარგელიას შვილია.

სხვა ახალი ამბები: