აფხაზეთის დროებით საზღვარზე რუსმა ოკუპანტებმა სადამკვირვებლო ანძების აგება დაიწყეს

0
okupantebiაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/andza.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]
გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში განმუხურის საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა 15 მეტროიანი სადამკვირვებლო ანძის აღმართვა დღეს გამთენიისას დაიწყეს. smo.ge-ს წაყაროს ცნობით ანძის აღმართვაზე დაკავებულია რვა ადამიანი. ჩამოყვანილი არიან ორი რუსი, ორი უკრაინელი და ორი სომეხი ეროვნების სპეციალისტი. მათი ინფორმაციით სამუშაოები ერთ თვეში დამთავრდება.
სათვალთვალო ანძა რომელიც  ექსპლუატაციაში ზუსტად ერთ თვეში რუს ოკუპანტებს გადაეცემათ, მუდმივ კონტროლს გაუწევს ე.წ საზღვარზე გადამსვლელებს, როგორც ეს ენგურის ხიდზე ხდება. ანალოგიური ანძის
მშენებლობა  ორ დღეში სოფელ თაგილონშიც დაიწყება. ნავარაუდევია, რომ ორივე საზღვარზე აშენებული სათვალთვალო ანძები ერთსა და იმავე დღეს გაისხნას. ეს არის რუსი ოკუპანტების გეგმის კიდევ ერთი ნაწილი რომელიც ითვალისწინებს დროებითი საზღვრის სრულ კონტროლს.

სხვა ახალი ამბები: