აფხაზეთის ე.წ პარლამენტის წევრს რუსი დიპლომატის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება

0

kviciniaაფხაზეთის ე.წ პარლამენტის წევრს ნოდი კვიცინიას რუსი დიპლომატის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ჰენერალური პროკურორის მოადგილემ ომიანე ლოლუამ განაცხადა. მისი განმარტებით კვიცინიასა და მის თანმხლებ პირებზე აღძრული საქმე უზენაეს სასამართლოს პარასკევს გადაეცა.

როგორც ლოლუა აღნიშნავს საქმე 23 ტომისგან შედგება. აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა ნოდი კვიცინიას დეპუტატის  უფლებამოსილება 2013 წლის 13 ნოემბერს მოუხსნა.

შეგახსენებთ, რომ  2013 წლის 9 სექტემბერს სოხუმში, დილის 08:30 საათზე, აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის პირველი მდივანი, 36 წლის დმიტრი ვიშერნიოვი მოკლეს. მას საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს, როდესაც ავტოფარეხიდან მანქანა გამოჰყავდა.