აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი “კანონმდებელი” გახდა

0

view_newაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ხვალიდან ოფიციალურად შეუდგება დე ფაქტო პარლამენტში დეპუტატის უფლება-მოვალეობების შესრულებას. ამის შესახებ აფხაზური მედია იტყობინება.

სერგეი შამბამ ე.წ საპარლამენტო არჩევნების დამატებით ტურში გასული წლის 21 დეკემბერს მიიღო მონაწილეობა სოხუმის ერთ-ერთ უბანში. მან ბრალდებული დეპუტატი კვიცინია შეცვალა, რომელსაც ბრალად რუსი დიბლომატის მკვლელობა ედება. სერგეი შამბამ განმეორებით კენჭისყრაზე 300 ხმით მოუგო თენგიზ აგრბას.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში დეპუტატის უფემა-მოვალეობებს შამბა ხვალიდან შეუდგება. აქვე ისიც ხდება ცნობილი, რომ ის სავარაუდოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ჩაიბარებს ე.წ პარლამენტში.