აფხაზეთის ე.წ საზღვართან რუსეთმა საჯარისო ნაწილები განათავსა

0

strat_rusuli_bazaრუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოწვევით, 10-12 მარტს რუსეთს სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ეწვევა. როგორც ცნობილია, დღეს, 11 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები რუსეთ-აფხაზეთს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების ხელის მოწერაზე ჯიუტად უარს აცხადებს, აფხაზეთის დაცვის მიზნით, რუსეთმა აფხაზეთი-საქართველოს ე.წ საზღვარზე ჯარები განათავსა“, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია აფხაზეთი საქართველოსგან დაიცვას.