აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ორხელისუფლებიანობის ერა დაიწყო

0

anqvabis rezidenciaაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ისევ გუდაუთის სამხედრო ბაზას აფარებს თავს. აფხაზური საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. ანქვაბი არც მთავრობის დათხოვნას აპირებს, თუმცა ლეონიდ ლაკერბაიამ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის ასპარეზი ახალ მთავრობას დაუთმოს.

ლეონიდ ლაკერბაის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ საპასუხო განცხადება გააკეთა ოპოზიციურმა კოალიციამ. ისინი აცხადებენ, რომ ორ დღეში მოხდება ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან იქნება დაკომპლექტებული.

“აფხაზეთის მთავრობა ფორმირებული იქნება ორ დღეში, რომლის შემადგენლობა არჩეული იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ. ეს მთავრობა ქვეყნის მართვას საკუთარ თავზე აიღებს მანამ, სანამ აფხაზეთს არ ეყოლება ახალი პრეზიდენტი. ალექსანდრე ანქვაბს არანაირი შანსი არ აქვს დაუბრუნდეს პრეზიდენტის პოსტს და განაგრძოს ქვეყნის მართვა”-განაცხადა ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა რაულ ხაჯინბამ.

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქში მერიც შეიცვალა. სოხუმის მერის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად კონსტანტინე ფილია დაინიშნა. მან ანქვაბის გუნდის წევრი ალიას ლაბახუა შეცვალა მერის თანამდებობაზე, თუმცა ლაბახუა საკუთარ თავს ისევ ქალაქ სოხუმის მერად მიიჩნევს.

სხვა ახალი ამბები: