აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა “Emitt Istanbul-2015”-ში იღებს მონაწილეობას

0

istambullაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა გერმანიის შემდეგ თურქეთის საერთაშორისო ფესტივალ “Emitt Istanbul-2015”-ში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკ-აფხაზია” აქვეყნებს. პორტალის ცნობით ამავე გამოფენაში მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს მსხვილი ტურისტული კომპანიები.

დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის გენადი გაგულიას განცხადებით, აფხაზეთის რესპუბლიკის სტენდით ამ დროისთვის ძალიან ბევრი დამთვალიერებელია დაინტერესებული.

“უნდა იცოდნენ და ნახონ, რომ ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ ერს გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ მზგავს საერთაშორისო ღონიშძიებებსა და გამოფენებში“, – აცხადებს გენადი გაგულია.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია თურქეთში გამართულ გამოფენამდე გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინში იმყოფებოდა. მათ მონაწილეობა “მწვანე კვირეულში” მიიღეს, რისთვისაც მოგვიანებითგამოფენის ორგანიზატორებმა ბოდიშიც მოიხადეს.