აფხაზეთის მთავრობამ მელიტონ ქანთარიას მემორიალი გვირგვინით შეამკო

0

10342234_695530280483037_1011360979_oდღეს 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ქალაქ ჯვარში სამამულო ომის გმირის მელიტონ ქანთარიას მემორიალი, ასევე სოფელ ლიაში შინმოუსვლელთა ობელისკი ყვავილებით შეამკეს.

მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ შეკრებილ ომის ვეტერანებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს და გამარჯვების დღე მიულოცეს.

10352496_695530293816369_379286613_o10343963_695530387149693_1949848860_o10357324_695530143816384_305442801_o“საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ბრძოლაში, ჩვენმა თანამემამულეებმა თავგანწირვით იბრძოლეს ფაშიზმის წინააღმდეგ,რომლის ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი თანამემამულე მელიტონ ქანთარიაა.იგი იყო ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ბედის ლეგენდარული მებრძოლი, რომელმაც გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.მელიტონ ქანთარია იყო დევნილი აფხაზეთიდან.”-განაცხადა ოთარ გოგოხიამ.

“მინდა პატივი მივაგო მათ ხსოვნას, გმირების უკვდავ სახელებს .მინდა, განსაკუთრებით , მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე მშვიდობიან და ძლიერ საქართველოში.”-აცხადებს ქეთევან ბაკარაძე.

სახელოვანი გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ, გუბერნიის აპარატის უფროსმა მერაბ ხუნჯგურუამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა.

სხვა ახალი ამბები: