აფხაზეთის მთავრობაში გია ბარამია შესაძლოა 30 წლის დავით ფაცაციამ ჩაანაცვლოს

0

45595საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყაროს ცნობით აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია უახლოეს მომავალში შესაძლოა 30 წლის დავით ფაცაციამ ჩაანაცვლოს. გულირიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერას მკვიდრი დავით ფაცაცია კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრია. ის პროფესიით იურისტი, კონფლიქტოლოგი და ეკონომიასტია. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში განაცხადა სამივე პროფესიას ერთმანეთს უთავსებს, თუმცა ამ დროისთვის ის არსად არ მუშაობს. დავით ფაცაცია ლტოლვილთა დაგანსახლების მინისტრის მოადგილის გოგი ფაცაციას შვილია.

“სხვადასხვა თანამდებობაზე თავად საზოგადოებისგან მაქვს შემოთავაზებები და მათ შორის არის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობაც. ახლახან გავიგე, რომ თურმე განვიხილები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელადაც, მაგრამ ამასაც არ შეიძლება დავეყრდნოთ. მომავალში ალბათ ყველაფერი გაირკვევა,”-აცხადებს დავით ფაცაცია და აქვე დასძენს, რომ მას უკვე მეოთხე თვეა მსგავსი შემოთავაზებები აქვს სხვადასხვა თანამდებობებზე, თუმცა მას ამის შესახებ ჯერ საუბარი არ სურს.

“ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ვიზრუნვოთ იმაზე, რომ მაქსიმალურად განხორციელდეს ჩვენი მჭიდრო ურთიერთობები აფხაზეთთან რაც მთავარია ნდობით და ღირსებით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აფხაზეთსა და ჩვენ შორის სამომავლოდ  მეგობრული ურთიერთობები აღსდგება და დავსახავთ თანაცხოვრების დიდ გეგმებს.”-განაცხადა დავით ფაცაციამ.

სხვა ახალი ამბები: