აფხაზეთის მთავრობის აპარატი ოფიციალურ განცხადებას აკეთებს

0

afxazetismtavrobaაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური დეპარტამენტი, 2013 წლის 17 ივლისს მასმედიაში აფხაზეთის მთავრობის სახელით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურად აცხადებს:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად საკითხები მთავრობის სხდომაზე, როგორც წესი, განიხილება წინასწარ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით, რომელთა შემუშავება ხდება ყოველკვარტალურად. გამონაკლის შემთხვევებში საკითხი შეიძლება მთავრობის სხდომაზე გატანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ან აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით. ვინაიდან, აღნიშნული განცხადება არ განხილულა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოზიციას. ასევე აღსანიშნავია, რომ განცხადების განხილვაში არ მიუღია მონაწილეობა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს. აღნიშნული განცხადება შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების პოზიციას. აქედან გამომდინარე მათ მიერ მთავრობის სახელით განცხადების გაკეთება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

სხვა ახალი ამბები: