აფხაზეთის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დღეს სოხუმში აქციები განახლდება

0

33322_viewაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/aqcia-soxumshi.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

დღეს სოხუმში მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციები განახლდება. ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების დიდი ნაწილი აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის დაუყონებლივ გადადგომას მოითხოვს.

საპროტესტო აქციამდე ოპოზიციამ ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავს ძველი მთავრობის გადადგომასა და ახალი მთავრობის დაკომპლექტებას.

“ხელისუფლება ცდილობს საკუთარი უნიათობის და არაკომპეტენტურობის გადაფარვას შიდადაპირისპირებით, ცდილობს გაამწვავოს სიტუაცია ქვეყანაში. ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა ჩვენს მოთხოვნებს, რომლებიც დავაფიქსირეთ ა.წ. 28 თებერვლის მიტინგზე. ფაქტია, რომ ხელისუფლება არ არის მზად გაათვითცნობიეროს არსებული პრობლემები . მმართველობის ასეთი ფორმა ჩვენს ხალხს არ აძლევს საშუალებას, რომ ააშენოს ქვეყნის მომავალი . გაწირავს რა მათ სრული განადგურებისთვის. ქვეყნის კრიზისი სახეზეა და მისი შემდგომი გაღრმავება საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

ჩვენ არ გვინდა შემდგომი დესტაბილიზაციის განვითარება და ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გონს მოეგოს და გაიგონოს ჩვენი მოთხოვნები.გადადგეს უნიათო და კორუმპირებული მთავრობა!”-ნათქვამია ოპოზიციის ლიდერის, რაულ ხაჯინბას მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია სოხუმში დღეს, 13:00 საათზეა დაგეგმილი.

სხვა ახალი ამბები: