აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, შესაძლოა, ვახტანგ ყოლბაია დაინიშნოს

5

kolbaiaაფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, შესაძლოა, ვახტანგ ყოლბაია დაინიშნოს. ამის შესახებ განცხადება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.

გია ბარამიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება 5 აპრილს დაწერა.

მისი შემცვლელის საკითხზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, 8 აპრილს იმსჯელებს.

დევნილთა საინიციატივო ჯგუფი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას პასუხობს. მათი განცხადებით, ზაქარეიშვილი თავის კომპეტენციას აჭარბებს, როცა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურებს ასახელებს.

დევნილთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და არა, რეინტეგრაციის მინისტრის გადასაწყვეტია. განცხადებას საინიციატივო ჯგუფის ათი წევრი აწერს ხელს.

სხვა ახალი ამბები: