აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე წარმოამდგენლობის ხელმძღვანელთან ერთად დევნილები მოინახულა

0

10381272_556515734461236_2116639473_oაფხაზეთის ა/რ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ბატონ ვახტანგ ყოლბაიასთვის სამეგრელოში დღევანდელი ორდღიანი ვოიაჟის პირველი დღე შინაარსობრივად და ხარისხობრივად ეფექტური გამოდგა. დაბა ჯვარში მიმდინარე სამედეცინო – პროფილაქტიკური გასინჯვები, ათობით დევნილთან გასაუბრება, მათი პრობლემის გაცნობა . ადგილზე გადაწყვეტა და მიზნობრივი გადამისამართება. სოფლის მეურნეობის საპილოტე პროგრამის ადგილზე გაცნობა და დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და უშუალო ბენეფიციარებთან ერთად პროექტის ეფექტურად განხორციელებისათვის სამომავლო გეგმების დასახვა .

ეს არის არასრული სია იმ ღონისძიებების, რომელშიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდა მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, მისი ხელმძღვანელს ოთარ გოგოხიას მეთაურობით. 

10376558_556516141127862_1447678342_o10381140_556516124461197_224539959_o“ჩვენი აქცია განხორციელდა რაიონში დევნილი მოსახლეობის მოთხოვნით. პაციენტების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ენდემური ჩიყვის პრობლემის მომართვიანობით არის, . ამიტომ დაბა ჯვარში ჩამოვიტანეთ აპარატურა და ჩამოვიყვანეთ რადიოლოგი. ძირითადად ჩვენი მიზანი აფხაზეთის მკვიდრთა ჯანმრთელობის პრევენციაა” – განაცხადა ჩვენთან საუბარში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთი ბაკარაძემ და იქვე დასძინა, რომ:

ჯვარში მცხოვრებ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბრიდან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების თხოვნით ჩამოგვყავს 98 წლის ვერონიკა ჭოლარია, რომელსაც კვალიფიციურ გასინჯვებთან ერთად , ისე როგორც ყველა დანარჩენ პაციენტს უფასოდ გადავცემთ მისთვის საჭირო მედიკამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაცია „ამქორის“ მიერ გამოყოფილ ჰუმანიტარულ დახმარებას”

შ.პ.ს. „ ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორმა გოჩა ლიპარტიამ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს, რომლებმაც წლების წინ უანგაროდ შეიფარეს და რომლებიც დღემდე უპრობლემოდ ეხმარებიან მათ.

“არ შემიძლია არ ავღნიშნო ბატონი ჯემალ გოგოხიას ადამიანური მიდგომა ჩვენი პრობლემისადმი. გულწრფელად ვიტყვი , რომ ადგილობრივი პოლიკლინიკისთვის ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ საოცარი ის არის , რომ კონკურენცია და თანამშრომლობა ხელს არ უშლის და უფრო მეტიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. სრული სურათისთვის კი სტატისტიკასაც მოვიშველიებ. მთელ პოლიკლინიკაში გვყავს 8 700 პაციენტი, აქიდან კი 4 800 არის აფხაზეთის მკვიდრი. რაც შეეხება პრობლემას. პოლიკლინიკის ნომერ პირველ პრობლემად ექოსკოპიის აპარატის არქონას დავასახელებ და ამასთან ერთად ვიმედოვნებ , რომ ესეც მოგვარდება. რისი იმედიც ჩაგვისახა აფხაზეთის და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლების ხშირმა , ეფექტურმა და საქმიანმა ვიზიტებმა- განაცხადა ლიპარტიამ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია დაესწრო მიმდინარე აქციას და გაესაუბრა პაციენტებს. მოინახულა ყველა კაბინეტი და მადლობა გადაუხადა აქციის ყველა მონაწილეს .

“პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო საკუთარი მადლიერება ღუდუშაურის ეროვნული ცენტრის ექიმების მიმართ. ეს ადამიანები სხვა სამედიცინო ცენტრების თანამშრომლებთან ერთად აქტიურად და უანგაროდ არიან ჩართული ჩვენს აქციებში. აქცია კი უკვე რიგით მესამეა. დავიწყეთ ზუგდიდით, ვიყავით დარჩელში, სენაკის სამხედრო დასახლებაში, ქალაქ სენაკში. ამჟამად კი გავაგრძელეთ წალენჯიხა , ფოცხო -ეწერის და ჯვარში ჩასახლებული დევნილებისთვის. შემდგომში ანალოგიურ აქციებს ვგეგმავთ იმერეთში, აჭარასა და თბილისში”- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. მისივე თქმით:

“გადაჭარბებული არ იქნება ადგილობრივი რეგიონალური უწყების ხელმძღვანელის ბატონი ლევან შონიას მხარდაჭერის აღნიშვნა და ამასთან ერთად ყველა იმ ქალაქის და რაიონის ხელმღვანელის მიმართ მადლიერების დაფიქსირება სადაც უკვე ჩავატარეთ ზემოთაღნიშნული სამედიცინო აქცია”-აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

დაბა ჯვარის შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ და ოთარ გოგოხიამ მოინახულეს ის ადგილი სადაც აფხაზეთის ა/რ მთავრობამ სამეგრელოში სოფლის მეურნეობის საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დევნილ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რეგიონში განკარგვის უფლებით ასობით ჰექტარი მიწა გადასცა. ნიადაგის დამუშავება კი მოხდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით. ამ ეტაპზე მოხნულია და დასათესად გამზადებულია ათ ჰექტარამდე მიწა.

ჩვენს პროექტში ცენტარალური და რეგიონალური ხელისუფლების მხარდაჭერით უკვე ჩატარდა გარკვეული სამუშაოები. დამუშავებულ ნიადაგზე წელს ვაპირებთ სიმინდის კულტურის მოყვანას. მიღებული შემოსავალი კი გაუნაწილდებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს – განაცხადა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და იქვე აღნიშნა, რომ ამ პროექტში დასაქმებულია 25- მდე დევნილი ოჯახი.

“თუ ამჟამად აქცენტი გაკეთებულია ერთწლიან მარცვლოვან კულტურებზე, შედგომში ვგეგმავთ მრავალწლიანი კულტურების მოყვანას და ჩვენზე გამოყოფილი ტერიტორიის მთლიანად ათვისებას. ყოველივე ეს კი იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების არა მხოლოდ საკვებით უზრუნველყოფა, არამედ უფრო მნიშვნელოვანიგანაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

პროექტში ჩართული დევნილი რევაზ ჯალაღონია ამ ხნის განმავლობაში თანამოაზრესთან ერთად ასრულებს სასოფლო – სამეურნეო სამუშაოებს, მუშაობს ფიზიკურად და მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ უწყების და პიროვნების მიმართ ვინც დაგეგმა, მიიღო მონაწილეობა და ეხმარება მათ დასახული მიზნის განხორციელებაში.

“იმედია ამინდიც გაგვიმართლებს და წელს მიღებული შემოსავლით დავეხმარებით არა მარტო ჩვენს, არამედ რამოდენიმე გაჭირვებულ ოჯახს. მომავალში კი მიწის ფართობის გაზრდით , გვექნება მეტი და ხარისხიანი პროდუქცია. არ გამოვრიცხავთ დავაინტერესოთ სხვადასხვა ორგანიზაციები და საინტერესო წინადადებებით გავაფართოვოთ წარმოება” – განაცხადა რევაზ ჯალაღონიამ.

სხვა ახალი ამბები: