აფხაზეთის მთავრობის მორიგი საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში

0

IMG_0511„ დევნილობის პერიოდში ანალოგიური მიდგომა, მხარდაჭერა, თანადგომა და სითბო პირველად გამოიჩინეს ჩემს მიმართ. ძალიან კმაყოფილი ვარ და ვიმედოვნებ ასე გაგრძელდება მომავალშიც. რომ ხელისუფლება ჩვენს გვერდით იქნება სულ ‘’ ასე დააფიქსირა საკუთარი ემოცია და პოზიცია აფხაზეთიდან დევნილმა დარეჯ თაკალანძემ. მისი შვილი თამუნა მესხია უნარშეზღუდული 22 წლის ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც მარტოხელა დედასთან ერთად ე.წ. „შეჭრილი დევნილის“ სტატუსით „ ოკუპირებულ ობიექტში“ ცხოვრობს.

რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 14 ოჯახი რამოდენიმე თვეა გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ზოგიერთმა მათგანმა კი პრობლემის გადაწყვეტის გზად შიმშილობა აირჩია და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია განსახლების სამინისტროს ზუგდიდის წარმომადგენლობაში გამართა. მოშიმშილეები შეხვდნენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ჯემალ გოგოხიას და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს მარინა ონიანს. მათთან დიალოგის შემდეგ მოშიმშილეების ერთმა ნაწილმა მიიღო სახელმწიფო პროგრამებით მხარდაჭერის პირობა. თამუნა მესხია კი მათი ჩარევით ინვალიდობის პენსიას მიიღებს.

ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა ამ ოჯახს დღეს მიუტანა საკვები პროდუქტები და საწოლი. ანალოგიური დახმარება გადაეცა 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია აცხადებს. რომ: – მიუხედავად აფხაზეთის მთავრობის მწირი შესაძლებლობისა მე გამოვიყენებ ჩემს და ჩემი ყველა თანამშრომლის ადამიანურ რესურსს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დევნილ მოსახლეობას ყველა ასპექტში შესაძლებლობის ფარგლებში გავუწიო დახმარება და დავაფიქსირო მათდამი მხარდაჭერა.

სხვა ახალი ამბები: