აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგათ

0

1351086863_20120308231444deniაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ქ. ზუგდიდში, „პოლიტექნიკურ კოლეჯში” ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბიას მიერ სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობას აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაევალა.

აღნიშნულ ობიექტზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. დევნილებს გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება რამოდენიმე დღის წინ შეუწყდათ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ელექტრონერგიის დავალიანების ნაწილი დაფარა, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ობიექტის ელექტრო გამირცხველიანობა უზრუნველყო.

სხვა ახალი ამბები: