აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით გლდანში ტყე-პარკი რიწა გაშენდება

0

1422717_695024640515331_1871566348_nგლდანის ყოფილ ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანება-გატყევების აქცია ჩატარდა, სადაც 1300 სხვადსხვა ჯიშის ნერგი დაირგო. აქციაში მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა მიიღეს.

7 ჰექტარის რაოდენობის ტერიტორია ქ .თბილისი მერიამ აფხაზეთის სატყეო სამმართველოს გამწვანების მიზნით 2012 წელს გადასცა. 5 წლის განმავლოვბაში ამ ტერიტორიაზე ტყე-პარკი რიწა გაშენდება, რის შემდეგაც ის სახელმწიფო ტყის ფონდს გადაეცემა. 2013 წლის გაზაფხულზე ჩატარდა გამწვანების პირველი ეტაპი, სადაც 1000 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო.

აქცია აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა.

ნერგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უსასყიდლოდ ყვარლის სანერგე მეურნეობისა და სატყეო საბაზო მეურნეობისგან გადაეცა.

სხვა ახალი ამბები: