აფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობაში ხვალ ახალ ხელმძღვანელს წარადგენენ

0

390382_109909125792850_5635159_nხვალ, დღის მეორე ნახევრისთვის აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ახალ ხელმძღვანელს, ჯემალ გოგოხიას წარადგენენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების რეგიონალური მართვის მინისტრმა კორნელი სალიამ განუცხადა.

კორნელი სალიამ დაადასტურა ასევე smo.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამეგრელოს წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელის თორნიკე კილანავას აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლობაში გადაყვანის შესახებ. კილანავა აფხაზეთის მთავრობის აჭმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლობაში უფროსის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

“თორნიკე კილანავა დანიშნულია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის უფროსის მოადგილედ. ბრძანებულებას მისი დანიშნვის შესახებ ხელი 1 მარტს მოეწერა. ხვალ კი დღის მეორე ნახევარში სამეგრელოში წარვადგენთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს  ჯემალ გოგოხიას.”-განაცხადა smo.ge-სთან საუბარში კორნელი სალიამ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ როტაცია განახორციელა, რის შედეგადაც პოლიციის პოლკოვნიკმა ჯემალ გოგოხიამ სამეგრელოს წარმომადგენლობაში თორნიკე კილანავა ჩაანაცვლა.

სხვა ახალი ამბები: