აფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში

0

hum1აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობამ ზუგდიდში ჩასახლებულ მრავალშვილიან ოჯახს ჰუმანიტარული დახმარების სახით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო, საოჯახო ნივთები, სურსათი და ტანსაცმელი გადასცა.

აკობიების ოჯახი აფხაზეთიდან, კერძოდ კი ოჩამჩირის რაიონიდან არის დევნილი და დროებით ისინი ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობას აფარებენ თავს. ოჯახში 8 არასრულწლოვანი იზრდება, თუმცა მათ ელემენტარული სოციალური პირობები არ გააჩნიათ.

hum2hum3hum4“ჩვენ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის თანამშრომლებმა შევაგროვეთ თანხები პირადი დანაზოგიდან და გადავწყვიტეთ ამ ოჯახს დავხმარებოდით, განსაკუთრებით კი მცირეწლოვან ბავშვებს. მოვუტანეთ სურსათი და ტანსაცმელი, ასევე სხვადასხვა სახის ნივთები, რაც მათ აუცილებლად სჭირდებათ. ეს არ არის ერთჯერადი დახმარება. ჩვენ ამ ოჯახს კიდევ გავუწევთ შეძლებისდაგვარად დახმარებას და ყურადღებას მივაქცევთ მაქსიმალურად”-აცხადებს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნონა უბილავა.

სხვა ახალი ამბები: