აფხაზეთის მთავრობის საპილოტე პროექტი სამეგრელოში წარმატებულად ხორციელდება

0

simindi1ეფექტური გამოდგა მუშაობა , რომელიც აფხაზეთის ა/რ მთავრობამ სამეგრელოში სოფლის მეურნეობის საპილოტე პროექტის სახით განხორციელდა. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დევნილ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რეგიონში განკარგვის უფლებით ასობით ჰექტარი მიწა გადასცა. ნიადაგის დამუშავება კი მოხდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით.

“ამ ეტაპზე ნათლად ჩანს, რომ ღირს დანარჩენი ტერიტორიაც იქნეს ათვისებული. ჩვენს პროექტში ცენტარალური და რეგიონალური ხელისუფლების მხარდაჭერით უკვე ჩატარდა გარკვეული სამუშაოები. დამუშავებულ ნიადაგზე წელს გადავწყვიტეთ სიმინდის კულტურის მოყვანა. მიღებული შემოსავალი კი გაუნაწილდებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს” – განაცხადა ჩვენთან საუბარში აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და იქვე აღნიშნა, რომ ამ პროექტში დასაქმებულია 25- მდე დევნილი ოჯახი.

“თუ ამჟამად აქცენტი გაკეთებულია ერთწლიან მარცვლოვან კულტურებზე, შედგომში ვგეგმავთ მრავალწლიანი კულტურების მოყვანას და ჩვენზე გამოყოფილი ტერიტორიის მთლიანად მსგავს პროექტებში ჩართვას სულ უფრო მეტი დევნილი ოჯახი ითხოვს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ასეთი მიწის ნაკვეთების რაოდენობა უახლოეს მომავალში გაიზრდება, შესაბამისად, დასაქმდება კიდევ უფრო მეტი დევნილი. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, ეკონომიკის სამინისტრო მათ საკმაო რაოდენობით სასათბურე კონსტრუქციებსაც გადასცემს. simindi2simindi3იგეგმება მიწის ნაკვეთების სხვა მიმართულებებით გამოყენებაც. ამ რამოდენიმე ხნის წინ მოვინახულე ზუგდიდში, ჩვენს განკარგვაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც წელს პირველად, სიმინდი დავთესეთ. როგორც ჩანს, მოსავალი კარგი იქნება. შევხვდი ნაკვეთზე დასაქმებულ დევნილებს, გავეცანი არსებულ პრობლემებს. მიწის ნაკვეთზე დასაქმებული ადამიანები კმაყოფილები არიან, რაც ყველაზე მეტად მახარებს. იმედის თვალით შესცქერიან ჩვენს პროეტქს და მჯერა, რომ ერთობლივი, კომპლექსური მუშაობით პროექტი მართლაც გაამართლებს. მომავალი წლისთვის ჩვენს განკარგულებაში მყოფი მიწების სხვა მიმართულებებით გამოყენებასაც ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტი დევნილი დავასაქმოთ. საგულისხმოა, რომ სულ უფრო მეტი დევნილი მოგვმართავს თხოვნით, რომ მათთვისაც შევძლოთ სახნავ-სათესი მიწის გამოყოფა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ სამომავლოდ ეს პროექტი ერთი-ორად გავზარდოთ. ჩასატარებელია შესაბამისი სამუშაოები, რაც გარკვეულ ფინანსირებას მოითხოვს. რამოდენიმე ხნის წინ შევხვდი USAID-ის ხელმძღვანელს თბილისში. წარვუდგინეთ შემუშავებული პროექტები, რომლებიც ამ მიწებზე სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს. იმედია ეს ორგანიზაცია მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას. გარკვეული სახსრებიც მოვიპოვეთ იაპონიის საელჩოსგან. დიდი მხარდაჭერა მივიღეთ ეკონომიკის სამინისტროსგან, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან. პრაქტიკულად გადაწყდა, რომ ჩვენს მთავრობას განკარგვის უფლებით გადაეცეს რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრის სასათბურე კონსტრუქცია, რომლებსაც ჩვენ იმ პროექტების განხორციელებისთვის გამოვიყენებთ, რომლებიც იმთავითვე გვქონდა. simindi1მახარებს, რომ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროექტებს რეალური პერსპექტივები უჩანს და დევნილთა დასაქმების გეგმის პროცენტული მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზე არ დარჩება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების დინამიკა ერთ ადგილზე არ გაიყინოს და დასაქმებული ოჯახების და ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

საპილოტე პროექტთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები აქვს მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ოთარ გოგოხიასაც.

“კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო და დავაფიქსირო აფხაზეთის მკვიდრთა შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. შესრულებული სამუშაოები და ამ ეტაპზე ეფექტური მიღებული შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ფაქტს. ვგეგმავ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც ჩადებს ინვესტიციას და მივიღებთ ეფექტურ ურთიერთმომგებიან შედეგს,”-აცხადებს ოთარ გოგოხია.

სხვა ახალი ამბები: