აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ათი ადამიანია გასამართლებული, მათ შორის სამი ქალია

0

sათი ადამიანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით არიან გასამართლებულნი და მრავალწლიან სასჯელს იხდიან. სულ ბოლოს, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა 31 წლის ზურაბ თორაძეს მიუსაჯეს.

საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით, 2012 წლის 7 აგვისტოს ოჩამჩირეში დააკავეს.  მას ავტომატური იარაღი აღმოუჩინეს და ბრალი სეპარატისტთა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის – ლიზბერტ ფოცხო-ოღლის მკვლელობის დაგეგვმაშიც დასდეს. საინტერესოა, რომ თავის დროზე პოლკოვნიკი ფოცხო-ოღლი საბჭოთა კავშირის  КГБ-ს სპეცრაზმ „ვიმპელში“ მსახურობდა.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, ზურაბ თორაძე საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ იქნა გადაბირებული და აფხაზეთში შეგზავნილი. ამ მოსაზრებას იზიარებს პატიმრის მამა, თბილისში მცხოვრები იოსებ თორაძე:

რაც დაიჭირეს, ზურასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. მე იქ ვერ გადავდივარ, იქ კი ვერავინ ეკარება. ვიფიქრე, იქნებ ვინმეს დახმარებით ან საჭმელი შევუგზავნო ან ტანსაცმელი მეთქი და იმ ბრალდების გამო, რა მუხლითაც ზის, ყველას ეშინია და ვერ ეკარებიან – ჩვენც შარში გავეხვევითო.“-აცხადებს თორაძე რადიო ”ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

2012 წლის მაისში, თბილისში ოპოზიციის გამოსვლების დროს, თორაძე ისევ დააკავეს. ივნისში კი იგი მოულოდნელად ოჩამჩირეში, ნათესავთან გაემგზავრა. ზურაბ თორაძემ დანაშაული აღიარა. რუს ჟურნალისტთან საუბარში მან შემდეგი განაცხადა:

ზურაბ თორაძის გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ 9 ადამიანია გასამართლებული, მათ შორის სამი ქალია.

აღიარებით ჩვენებაში, ოკუჯავამ და ჯღარკავამ მიუთითეს, რომ მათი გადაბირება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსისი მოადგილე კობა თოდუამ განახორციელა.

თოდუა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას მკვიდრი ბიძაშვილია. იგი სამხედრო დაზვერვაში კონკრეტულად აფხაზეთის მიმართულებას კურირებდა. კობა თოდუა ივნისში, წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს და გამოძიება მის მიმართ ამ დრომდე გრძელდება.

„ის მთავრობა სანამ იყო „ნაციონალების“, რამდენადაც ვიცი მუშაობდნენ მაგ თემაზე, უნდა გაეთავისუფლებინათ, მერე შეწყდა ეს, ახლებმა გვითხრეს, ჯერ დავლაგდებითო და მერე ვითომ მივხედავთო.“

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, დიანა შედანია ყველაზე აქტიური და წარმატებული აგენტი იყო, რომელმაც ფასდაუდებელი ინფორმაცია გადასცა ქართულ მხარეს, მათ შორის ფოტო და ვიდეო ფაილების სახით.

რადიო ”ამერიკის ხმა”

სხვა ახალი ამბები: