აფხაზეთის ომის მონაწილე თემურ ნადარაია გალის გამგებლად დაინიშნა

0

10370892_644233752318062_4298620928502424947_n-636x395გალის რაიონის გამგებლად აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ თავისივე გუნდის წევრი თემურ ნადარაია დანიშნა. ნადარაია უკვე შეუდგა მუშაობას, რომელიც პრიორიტეტად გალის რაიონში წესრიგის დამყარებას მიიჩნევს. აფხაზური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ნადარაია აცხადებს, რომ არ გამორიცხავს გალის რაიონში კომენდატის საათის დაწესებასაც. მისი შეფასებით კრიმინოგენული სიტუაცია გალის რაიონსა და მის სოფლებში უკიდურესად გამწვავებულია.

ცნობისათვის, თემურ ნარმანია თყვარჩელის რაიონის მკვიდრია. 90-იან წლებში თემურ ნადარაია ქართველების წინააღმდეგ რაულ ხაჯინბასთან ერთად რიწის ბატალიონის სახელით იბრძოდა. ამ დროიდან ის რაულ ხაჯინბას გუნდის წევრად ითვლება. გალის ახალი გამგებელი 50 წლისაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ბოლო დროებში ნადარაია სოხუმში ცხოვრობდა, თუმცა ამ დროის მანძილზე მას არც ერთ თანამდებობაზე არ უმუშავია.

სხვა ახალი ამბები: