აფხაზეთის ე.წ პარლამენტში რუსეთის მხრიდან ანექსიის დაწყებაზე ღიად ალაპარაკდნენ (ვიდეო)

0

okupacia-mavtulxlartiრუსეთმა თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის დე-ფაქტო ხელისუფლებას ტერიტორია ადლერის რაიონის საზღვართან წაართვა. პარალელურად კი კრემლი ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოკავშირეობის დოკუმენტს სთავაზობს, რომელზეც ხელი ხვალ უნდა მოეწეროს. სოფელ აიბღას რუსეთი აფხაზეთს უბოდიშოდ ართმევს და აცხადებს, რომ აფხაზეთის დასავლეთით მდებარე ეს პატარა სოფელი რუსეთის შემადგენლობაშია.

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტში აღნიშნულმა საკითხმა პროტესტი მას შემდეგ გამოიწვია, რაც სოფელ აიბღაში სოჭის მერი ანატოლი პახომოვი გამოჩნდა და ადგილობრივებს რუსეთის ფედერაციის სახელით დახმარებას და სოციალური საკითხების მოგვარებას დაჰპირდა. თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა აღნიშნული საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისიის გამოყოფა მოითხოვეს, ხოლო აიბღაში ანატოლი პახომოვის ვიზიტსა და იქ გაკეთებულ განცხადებებს გამიზნული პროვოკაცია უწოდეს.

აფხაზეთის პარლამენტში რუსეთის მხრიდან ანექსიის დაწყების თაობაზე უკვე აშკარად და ღიად საუბრობენ.

სხვა ახალი ამბები: