აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგმება

0
rkinigzaაუდიო ინფორმაცია![ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/alasania.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]
უახლოეს მომავალში აფხაზეთის სარკინიგზო გზის აღდგენისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგმება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ერევანში ოფიციალური ვიზიტის დროს რადიო „Свободе”-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთის სარკინიგზო გზის აღდგენა, რომელიც რუსეთს სომხეთთან აერთიანებს ამ დროისთვის პოლიტიკურ საკითხს წარმოადგნეს, მაგრამ ეკონომიკურად ეს მთელი რეგიონისთვის მომგებიანი იქნება.
„მე ამის მომხრე 2005 წელს ვიყავი, როდესაც საქართველო – აფხაზეთის დიალოგის დროს საქართველოს წარმომადგენელი ვიყავი. მე ახლაც ამის მომხრე ვარ, მაგრამ ეს ძალიან დელიკატურად  და აუჩქარებლად უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი აფხაზი პარტნიორებიც ამ საკითხში თავს კონფორტულად იგრძნობენ”, –  განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ მისი აზრით ეს პროექტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსული მხარისთვისაც დიდ სარგებელს მოიტანს, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება.

სხვა ახალი ამბები: