აფხაზეთის წარმომადგენლობაში თორნიკე კილანავას ჯემალ გოგოხია ჩაანაცვლებს

0

afxazetiაფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ სამი დღის წინ ხელი მოაწერა ბრძანებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლის ხელმძღვანელის თორნიკე კილანავას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით თორნიკე კილანავას, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

smo.ge-სთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ თორნიკე კილანავას ჩაანაცვლებს წარმოშობით სოხუმელი ჯემალ გოგოხია. მისი დანიშნვის შესახებ სპეციალურ ბრძანებას ხელი დღეს 15 საათსა და 30 წუთზე მოეწერა.  ჯემალ გოგოხია 50 წლის, პროფესიით იურისტი, წოდებით კი პოლკოვნიკია. სარწმუნო წყაროს ცნობით ჯემალ გოგოხია ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით smo.ge აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელს, აფხაზეთის რეგიონალური მართვის მინისტრს კორნელი სალიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

“ყველაფერი ცნობილი გახდება პირველი რიცხვიდან. სხვას ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე. თქვენც და ყველა პირველ რიცხვში გაიგებს ამის შესახებ”-განაცხადა კორნელი სალიამ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რომელი თვის პირველ რიცხვზე იყო საუბარი. იმავეს აცხადებს smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გია საჯაია, რომელმაც თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე ხელი მოაწერა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობაში უკვე დოკუმენტალურად დადასტურებულ ცვლილებებს.

სხვა ახალი ამბები: