აფხაზეთის 15 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა

0

10374215_719053534807145_1963325177_nდღეს, 16 მაისს აფხაზეთის ა/რ #15 საჯარო სკოლაში (ზედაეწერი) ბოლო ზარი დაირეკა.დამამთავრებელმა და ასევე, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიება წარუდგინეს.იყო ღიმილიც და ამავე დროს ცრემლიც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები,პედაგოგები,ადგილობრივი თვითმმართველობისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში.სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ ბავშვების ამ საოცარი მონდომებისა და ორგანიზების გამოვლენით.სკოლის დირექტომა ზაზა კოკაიამ მიმართა მოსწავლეებს და მშობლებს,მისი თქმით:,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ და რად გააგრძელებენ კურსდამთავრებულები მომავალ ცხოვრებას,რა გზას აირჩევენ ისინი.მე დარწმუნებული ვარ ჩვენმა სკოლამ და პედაგოგიურმა კოლექრივმა არ დავიშურეთ ძალ-ღონე და მივეცით მაქსიმუმი,ვასწავლეთ და ჩავუნერგეთ სამშობლოს სიყვარული,ურთიერთპატივისცემა,ურთიერთგატანა და ყველაზე ძვირფასი აფხაზეთი და აფხაზეთში დაბრუნების სურვილი”.   

წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა აბლოთიამ  აფხაზეთის ა/რ მთავრობის სახელით მიულოცა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება და გზა დაულოცა ბედნიერი და ნათელი მომავლისკენ.ასევე,მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს ზაზა კოკაიას და პედაგოგიურ კოლექტივს,იმ დაუღალავი შრომისა და ამაგისთვის,რასაც ისინი აკეთებენ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.

სხვა ახალი ამბები: