აფხაზეთი ტურისტული სეზონისთვის ემზადება

0

afxazeTiაფხაზეთში დასვენების მსურველთა რაოდენობა რეკორდული ტემპით იზრდება, – იუწყება აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აპსნიპრესი“.

წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის დასასრულამდე აფხაზეთი რუსეთიდან 25 პროცენტით მეტი ტურისტის მიღებას აპირებს, ვიდრე გასულ წელს მიიღო. ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა მაისის ბოლოსთვის იგეგმება. ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა აპირებს, „თავის“ ტერიტორიაზე დასვენების პირობები რაც შეიძლება კომფორტული გახადოს. კერძოდ, ტურისტებისათვის კომფორტულ ადგილებში საინფორმაციო ტერმინალები მოეწყობა, სადაც ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებზე დეტალური ინფორმაციის გაცნობა ყველა მსურველს შეეძლება.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, გასული წლის ზაფხულში სოჭის რაიონში საზღვარი 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა და 270 000–მა ავტომანქანამ გადაკვეთა.

სხვა ახალი ამბები: