აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ “ფსოუს” გამშვებ პუნქტზეა შესაძლებელი

0

get_imgაფხაზურმა მედიამ დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე,წ, საზღვრის გადაკვეთის წესები გამოქვეყნა ინტერნეტგამოცემა „სპუტნიკ აბხაზიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ “ფსოუს” საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არის შესაძლებელი.

აღნიშნული წესების თანახმად, დე ფაქტო აფხაზეთში ვიზის გარეშე შესვლა შეუძლიათ რუსეთის ფედერაციის, დსთ -ს ქვეყნების, ასევე ვანუატუს, ვენესუელას, მოლდოვეთის, ნაურუს, ნიკარაგუას, დნეპრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს. „სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებს რესპუბლიკაში შესასვლელად ვიზის გაფორმება დასჭირდებათ“. ამისათვის აუცილებელია ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით პასპორტი ან შევსებული ანკეტა გადაეგზავნოს დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურს,- წერს გამოცემა. აქვე მოცემულია აღნიშნული წესების ამსახველი ინფოგრაფიკა.