აფხაზეთს თურქი ჟურნალისტები სტუმრობენ

0

apsnyაფხაზეთში 80 თურქი ჟურნალისტი ჩავიდა. დე ფაქტო რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა თურქი ჟურნალისტების მიმართ პატივისცემას გამოხატავს, რომლებიც ანკარაში, საქართველოს საელჩოს მოწოდების მიუხედავად, სოხუმში მაინც ჩავიდნენ, – ამის შესახებ “აპსნიპრესი” იუწყება.

9-12 მაისს აფხაზეთში თურქეთის ჟურნალისტთა საბჭოს 44-ე გენერალური შეკრება და თურქულ-აფხაზური ჟურნალისტიკის კონგრესი გაიმართება. ჩირიკბას განცხადებით, საქართველოს საკონსულოს მხრიდან რიგი თურქული მედიისადმი გაიგზავნა თხოვნა, არ ჩასულიყვნენ აფხაზეთში, მაგრამ თურქული მედიის წარმომადგენლებმა მაინც გადაწყვიტეს გამგზავრება.მისივე თქმით, ეს ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში აფხაზეთის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი. დე ფაქტო მინისტრის თქმით, თურქეთი ნატო-სთან, ევროკავშირთან და საქართველოსთან შეთანხმებებით არის დაკავშირებული და ჯერ ძნელია მის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე საუბარი.

სხვა ახალი ამბები: