აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს დაინიშნა

0

apsnyyაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა კენჭი უყარა ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და იგი 24 აგვისტოს დაინიშნა. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბუ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას და მას მოუწოდა დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს ქვეყნის მეთაურის პოსტი თავისი ნებით დაეტოვებინა. თავის მხრივ, ანქვაბმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს არ გადააყენებდა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ამ საკითხში კომპეტენტური მხოლოდ პრეზიდენტია. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ პოსტს თავისი ნებით არ დატოვებდა.

სხვა ახალი ამბები: