აფხაზეთში თურქი პარლამენტარების დელეგაცია ჩავიდა

1

soxumiiiiაფხაზეთში თურქი პარლამენტარების დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,აპსნიპრესი“ ავრცელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები აიკან სეფერიუსტიუნი, ალი იავუზი, ხასან ალიჩელიკი, ენგინ ოზკოჩი და მიუნირი არდიმი, ასევე ქალაქ საკარიას ადმინისტრაციის უფროსი ზეკი ტოჩოგლუ, ქალაქ საკარიას უნივერსიტეტის რექტორი მუზაფერ ელმასი, ქალაქ საკარიას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავჯდომარის მოადგილე გიუნაი გიუნეში, ქალაქ საკარიას აფხაზური კულტურის ცენტრის თავჯდომარე ორალ კობაში და ქალაქ საკარიას კავკასიური კულტურის ცენტრის თავჯდომარე ორკან სარი არიან.

ისინი აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ე.წ. პარლამენტის დე–ფაქტო სპიკერს შეხვდებიან.

სხვა ახალი ამბები: