აფხაზეთში მცხოვრები სომხების წერილი პუტინს: რა საფრთხე ემუქრება გარიკ კალაიჯიანს?

0

kursanttსოხუმის მილიციის აკადემიის ყოფილი კურსანტის, ეროვნებით სომეხი გარიკ კალაიჯიანის ახლო ნათესავებმა ღია წერილით მიმართეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. ეროვნებით სომხები რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის მოქალაქის დაცვას სთხოვენ.

ყოფილი კურსანტი, რომელიც ამჟამადთანაკურსელის მერაბ გერგედავას მკვლელობისთვის დრანდის ციხეში ისდის სასჯელს მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მისი დის, ემა კალაიჯიანის განცხადებით მის ძმას მოკლული გერგედავას ახლობლები ციხეში ლიკვიდაციით ემუქრებიან.

“ჩემს ძმას ციხეში მერაბ გერგედავას მშობლები და ნათესავები ლიკვიდაციით ემუქრებიან. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ცემი ძმა გარიკიც. როგორც ადვოკატს განუცხადა გერგედავების დავალებით მას ყოველდღიურად სცემენ ციხეში და აწამებენ. ეუბნებიან, რომ შენ მუდმივი პატიმრობა გელის, თუმცა მანამდე ბოლო მოგეღებაო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მივმართოთ ვლადიმერ პუტინს. გარიკი რუსეთის მოქალაქეა და გვინდა რუსეტის პრეზიდენტმა დაიცვას ის და იხსნას საფრთხისგან”-აცხადებს ემა კალაიჯიანი აფხაზური საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ემა კალაიჯიანითვლის რომ მისი ძმა აიძულეს მკვლელობა ჩაედინა. მისი განცხადებით მას სასწავლებელში ეთნიკური წარმომავლობის გამო მუდმივად ამცირებდნენ და წნეხის ქვეშ იყო.

“ჩემი ძმა ძალიან ცუდ დრეში იყო იმის გამო რომ ის იყო ეთნიკურად სომეხი. სხვა კურსანტებს სემინარიის მედდა აქეზებდა, რომელიც ეროვნებით აფხაზია. სწორედ იმ დღეს როცა მკვლელობა მოხდა მედდამ წააქეზა მერაბ გერგედავა. შედეგად კი მოხდა საშინელი ამბავი, რაზეც სასჯელს იხდის ამჟამად გარიკი. ჩვენ ოჯახის წევრები კი უსახლკაროდ ვართ დარჩენილი და თავადაც არ ვიცით სად ვაღამებთ და სად ვათენებთ. საკუთარი საცხოვრებელი სახლი გერგედავებმა გადაგვიწვეს.”-აცხადებს ემა კალაიჯიანი.

ბრალდებულ გარიკ კალაიჯიანის დის განცხადებით ისინი ელოდებიან რუსეთის პრეზიდენტის რეაქციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. სწორედ ამის შემდეგ სომხური დიასპორა სოხუმის ქუჩებში გამოსვლას და ხმაურიანი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ერთი წლის წინ 2014 წლის 19 სექტემბერს გუდაუთის რაიონის სოფელ ცაბალში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.