აფხაზეთში ოპოზიცია მთავრობასა და დე-ფაქტო პრეზიდენტს უპირისპირდება

1

m2“შევარდნაძის გამოზრდილო მკვლელო, ბანდიტო და ბანდიტების მფარველო. შენ ქვეყანა ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანე. შენი პრეზიდენტობის დროს ხალხი შიმშილობს. ქვეყანა მხოლოდ მკვლელების სათარეშო გახადე. ქვეყნიდან გავიდა პროფესიონალი და კვალიფიციური კადრების უმრავლესობა. პენსია 150 რუბლია და ამ თანხით პენსიონერები ელემენტარულ წამლებსაც ვერ ყიდულობენ. თუ ორშაბათამდე არ გადადგები ჩვენ ძალისმიერი გზით გადაგაყენებთ”

ასეთი სიტყვებით მიმართა დღეს დე–ფაქტო სამართალდამცავების მიერ სოხუმში ჩატარებულ მიტინგზე ძალით მიყვანილ დე–ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ. ანქვაბმა ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მისი თავდასხმები ხაჯიმბას მიერ იყო ორგანიზებული.m1

“ტყუილია, რომ მე ყველაფერი მივყიდე რუსებს. მართალია რუსული ინვესტიციები შემოვიდა , მაგრამ არა იმ ფორმით როგორც ამას ხაჯიმბა აცხადებს . დაცულია ქვეყნის ინტერესები”. -ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი ლიდერის ბრალდებას თვითაღიარებული რესპუბლიკის პირველი პირი.

ამ ეტაპზე მთელი აფხაზეთი ელოდება ანქვაბის ორშაბათის პასუხს. მოსახლეობა შიშობს რომ ეს ყველაფერი ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზრდება და არც სამხედრო გადატრიალებას გამორიცხავენ. რაც შეეხება სიტუაციის საერთო ანალიზს: – ამ ეტაპზე რუსული მხარე თამაშგარე მდგომარეობაშია და ელოდება მოვლენების განვითარებას. სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების თვალსაზრისით თითქოს საკვირველია, თუ რატომ არის ჩუმად რუსეთი და იბადება კითხვა: – რა სურს რუსეთს?

აშკარაა რომ აფხაზეთში მოქმედი სამხედროები ცალსახად აფიქსირებენ უარყოფით განწყობას ანქვაბის მიმართ. მათ არ მოსწონთ მისი ლოიალური მიდგომა კრიმინალების მიმართ და და ამავე დროს აღიზიანებთ შეიარაღებული ადამიანების დიდი რაოდენობა. არ არის გამორიცხული პროაფხაზი ხაჯიმბა მათ გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ ანქვაბის მოსაშორებლად. დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები და სწორედ ამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა პრორუსულმა კანდიდატმა.m3

გავრცელებული ინფორმაციით ასეთი კანდიდატი უკვე ყავთ ანქვაბის მიერ განაწყენებულ რუსეთში მცხოვრებ აფხაზებს და მათ მფარველ რუსულ ძალას.

აფხაზეთში ორშაბათს ელოდებიან. ულტიმატუმის ვადა საღამოს საათებში იწურება.

                                                                                                         აიდა ბჟანია

                                                     საინფორმაციო სააგენტო smo.ge-აფხაზეთი

სხვა ახალი ამბები: