აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის მზვერავებმა ანტიტერორისტული სწავლება დაიწყეს

0

get_imgაფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის მზვერავებმა ანტიტერორისტული სწავლებები დაიწყეს – ამის შესახებ “აფსნი-პრესი” იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, ანტიტერორისტული სწავლება სადაზვერვო დანაყოფების წვრთნას ითვალისწინებს, რომელიც ზღვის სანაპიროსა და მთიან ზონაში გაიმართება.

მთავარი მიზანი ტერორისტული დაჯგუფების აღმოჩენისა და განადგურების ოპერაციის ჩატარებაა. სწავლების ფარგლებში, ასევე შემუშავდება დივერსიული დაჯგუფების წინააღმდეგ ჩასაფრების და თავდასხმის ოპერაციები. სწავლება დაახლეობით ერთ კვირას გაგრძელდება. მასში მონაწილეობს 100-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე და 20 ერთეული საბრძოლო ტექნიკა.

სხვა ახალი ამბები: