აფხაზეთში რუსი დიპლომატი მოკლეს: სოხუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

0

mkvlelobaაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირთა ჯგუფი რამდენიმე წუთის წინ დააკავა. სავარაუდოდ მათ ბრალი ედებათ დილით სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელობაში. ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სოხუმის ცენტრში რუსეთის ელჩის მდივანი სოხუმში საკუთარი სახლის ავტოფარეხთან მოკლეს. მზიმედ არის დაჭრილი მისი მეუღლეც. შემთხვევა სოხუმში, ლაკობას ქუჩაზე დილის ცხრის ნახევარზე მოხდა. რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობს დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური სამსახური. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საღამოს საათებში აფხაზური ტელევიზიის საშუალებით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში მიწვეულია დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი ოთარ ხეცია.

სხვა ახალი ამბები: